News


გადახდისუუნარობის რუბრიკა: რა განსაზღვრავს წარმატებულ რეაბილიტაციის პროცესს?
 06/07/2021

რა განსაზღვრავს წარმატებულ რეაბილიტაციის პროცესს?

გადახდისუუნარობის რუბრიკაში “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველმა პარტნიორმა ლაშა ნოდიამ და კომპანიის იურისტმა სოლომონ ბაღაშვილმა მიმოიხილეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზები, რომელიც რეაბილიტაციის რეჟიმთან დაკავშირებით  არსებობდა, სწორედ აღნიშნული ხარვეზები გახდა მიზეზი სრულიად ახალი კანონის მიღებისა. 

ამასთან, რუბრიკაში განიხილეს ახალი კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკანონმდებლო ნოვაცია რეაბილიტაციის რეჟიმში, რომელიც „მოვალის მართვაში დატოვების“ სახელით არის ცნობილი.  

დამატებით რუბრიკაში ხაზი გაესვა პროცედურულ სიახლესაც, რომ კრედიტორის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარდგენის შემდგომ, მოვალეს ეძლევა საშუალება წარადგინოს საკუთარი თვალსაზრისი თავისი გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შესახებ და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.