მეწარმეთა შესახებ კანონის მოქმედება 2026 წლის აპრილამდე გადავადდა. კომპანიებს 2026 წლის 1 აპრილამდე ექნებათ ვადა დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. 280 000 სუბიექტს ამ დრომდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სათანადო განცხადებებით არ მიუმართავს, შესაბამისად, ხელახალი რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ვერ მოესწრებოდა.
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბიზნესი მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან მიმართებაში? აღნიშნული საკითხი ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების უფროსმა იურისტმა გიორგი კეკენაძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განიხილა.